logo_geo
eng_logo
ალექსეი ნავალნი პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს
- +

30 სექტემბერი. 2017. 11:07


 

ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს. ნავალნიმ განყოფილებაში 10 საათზე მეტი დაჰყო. ამის შესახებ ინფორმაციას ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში ავრცელებს.


მოსკოვის პოლიციის პრესსამსახურში დაადასტურეს, რომ ნავალნის მიმართ ადმინისტრაციული ოქმი შეადგინეს.


„რუსეთის შსს-ს მთავარი სამმართველოს მოსკოვის სამმართველოს თანამშრომლებმა ალექსეი ნავალნიზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შესახებ ოქმი შეადგინეს. აღნიშნული მუხლი შეკრების, მიტინგის, დემონსტრაციის, მსვლელობის ან პიკეტირების ორგანიზაციის ან ჩატარების დადგენილი წესის განმეორებით დარღვევას გულისხმობს", - განაცხადეს პრესსამსახურში.


გუშინ დილით ალექსეი ნავალნი არასანქცირებულ მიტინგებში მონაწილეობისკენ მრავალჯერადი მოწოდებისთვის საკუთარი სახლის სადარბაზოში დააკავეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner