logo_geo
eng_logo
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები მოიწონა
- +

30 სექტემბერი. 2017. 12:28


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები მოიწონა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.


მათივე ცნობით, კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა საპარლამენტო ასამბლეას, 2017 წლის ოქტომბრის სესიაზე კენჭი უყაროს საქართველოდან მოსამართლის არჩევას წარდგენილი 3 კანდიდატიდან.

 

„29 სექტემბერს, პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატის სია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან მოსამართლის არჩევის მიზნით. სხდომაზე სამივე კანდიდატთან ინტერვიუ გაიმართა.

 

კომიტეტმა მოიწონა სია და რეკომენდაცია მისცა საპარლამენტო ასამბლეას, 2017 წლის ოქტომბრის სესიაზე კენჭი უყაროს საქართველოდან მოსამართლის არჩევას წარდგენილი 3 კანდიდატიდან.

 

კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, რომელიც სტრასბურგის მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის ძირითადი წევრია.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად საქართველოდან წარდგენილი იყვნენ: ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა", - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner