logo_geo
eng_logo
თამაზ წივწივაძე: სააკაშვილი რასპუტინი იყოს, მარგველაშვილი კი – კაზანოვა!
- +

14 აპრილი. 2016. 20:40


„სიამაყით ავივსე, როცა ჩვენმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყველას გასაგონად ბრძანა - საუკეთესო სექსუალურ ფორმაში ვარო", - ამ განცხადებას კრიტიკოსი და მწერალი თამაზ წივწივაძე „ასავალ-დასავალთან" საუბრისას აკეთებს. მისი თქმით, გაუგებარი იყო პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკოსი  თუ ჟურნალისტი ქალების მიმართ გაკეთებული განცხადება - „მე თქვენ ყოველთვის დაგიცავთო!"

 

 

„სიამაყით ავივსე, როცა ჩვენმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყველას გასაგონად ბრძანა - საუკეთესო სექსუალურ ფორმაში ვარო!

 

რაც შეეხება მარგველაშვილის სექსის მრავალფეროვნებას, სიმდიდრესა თუ ნოყიერებას - ეს მის მრავალრიცხოვან ქალებს უნდა უხაროდეთ და არა - მე!

 

ისე, ცოტა გაუგებარი იყო პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკოსი  თუ ჟურნალისტი ქალების მიმართ გაკეთებული განცხადება - „მე თქვენ ყოველთვის დაგიცავთო!"

 

დიახ, ეს ქალბატონები პრეზიდენტს სექსისგან დაცვას კი არ სთხოვენ, არამედ იმას, ჯგუფურ სექსში კაცები ძალუმად რომ მოგვაწვებიან, ნამუსი შეგვინახეთ და ამ კადრებს ნურც ჩვენს ქმრებსა და შვილებს აჩვენებთ და ნურც - მოწინავე საზოგადოებასო!

 

და კიდევ: თუ ორი პრეზიდენტის - სააკაშვილისა და მარგველაშვილის - სექსუალურ შესაძლებლობებს შორის პარალელს გავავლებთ, გული არცერთს უნდა დავწყვიტოთ - სააკაშვილი რასპუტინი იყოს, მარგველაშვილი კი - კაზანოვა", - განაცხადა წივწივაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner