logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: შევეშვათ მხოლოდ პოლიტიკური ქულების წერას და ბელადომანიით შეპყრობას
- +

30 სექტემბერი. 2017. 12:40


„შევეშვათ მხოლოდ პოლიტიკური ქულების წერას და რაღაცა ბელადომანიით შეპყრობას", - ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ გადაცემაში „ცენზურის გარეშე" საკრებულოში გუშინ მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

 

„ეს არის პოლიტიკური ავანტიურა. საკრებულო თავის დღის წესრიგს აგრძელებს და გააგრძელებს ასე. აქედან გამომდინარე, შევეშვათ მხოლოდ პოლიტიკური ქულების წერს და რაღაცა ბელადომანიით შეპყრობას, ბელადის ერთი თითის დაქნევით. მობრძანდეს ნებისმიერი ჟურნალისტი, ექსპერტი, დაჯდეს და შეისწავლოს საკრებულოს თითოეული გადაწყვეტილება და ნებისმიერი ადამიანი ნახავს, რომ იურიდიულად, კანონის ფარგლებში, საკრებულო თავის  უფლებამოსილებას ახორციელებს. აქედან გამომდინარე, მე პოლიტიკურ განცხადებებს აღარ გავაკეთებ", - განაცხადა ქადაგიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner