logo_geo
eng_logo
როგორ დაგეგმა ქართველმა მორაგბემ თავისი რჩეულის დანიშვნა
- +

30 სექტემბერი. 2017. 17:50


სარაგბო კლუბ „არმიის" წევრის მიერ მისი რჩეულის ორიგინალურმა დანიშვნამ სოციალური ქსელი მოიცვა. მორაგბე სანდრო მერკვილიშვილი თანაგუნდელებს გამოეყო, პიჯაკი მოიცვა და ტრიბუნაზე თავის საყვარელ გოგონას, პოლიტიკოს დიმიტრი ლორთქიფანიძის ქალიშვილს, ელენე ლორთქიფანიძეს ხელი სთხოვა. როგორ დაიგეგმა ეს სიურპრიზი, ამ თემაზე სანდრო მერკვილიშვილი „სარკეს" ესაუბრა.


„2 თვე ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა, ელენესთვის ორიგინალურად მეთხოვა ხელი. ვინაიდან რაგბის ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს და ჩემ გამო ელენესაც ძალიან უყვარს, თემატიკიდანაც რაგბი ავირჩიე. მზადება 1 კვირით ადრე დავიწყე. დამეხმარა რაგბის ფედერაცია და სტადიონ „ავჭალის" ადმინისტრაცია. ვფიქრობ, ლამაზად და კარგად გამომივიდა. ვცდილობდი, ჩემებსაც ნაკლებად გაეგოთ, რომ ინფორმაცია ელენემდე არ მისულიყო. მეგობრებსაც ასე ვუთხარი, რომ უბრალოდ გულშემატკივრობა მჭირდებოდა და სტადიონზე ყოფილიყვნენ. ისე გამოვიდა, რომ ჩვენი ახლობლებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა", - ამბობს სანდრო მერკვილიშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner