logo_geo
eng_logo
გურიაში თხილის საწარმო - კოოპერატივი „გურიის თხილი“ ამოქმედდა
- +

30 სექტემბერი. 2017. 17:54


გურიაში კიდევ ერთი თხილის საწარმო - კოოპერატივი „გურიის თხილი" ამოქმედდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საწარმო დღეს გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და თხილის გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნო.

 

„ჩვენ ვიმყოფებით საწარმოში „გურიის თხილი", რომელიც დღეს გაიხსნა. კოოპერატივმა მიიღო როგორც სამთავრობო, ასევე საერთაშორისო ფინანსური დახმარება. აქ შექმნილი პროდუქცია განკუთვნილია როგორც ადგილობრივიб ასევე, საერთაშორისო ბაზრისთვის. ვთვლი, რომ საწარმოს როლი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. საწარმო სამომავლოდ გეგმავს გაფართოებას და უფრო მეტ ადგილობრივის დასაქმებას", - განაცხადა გუბერნატორმა.


როგორც კოოპერატივი „გურიის თხილის" თავმჯდომარემ ლია მუხაშავრიამ აღნიშნა, კოოპერატივი 2014 წელს შეიქმნა და მასში ამ დროისთვის 97 ოჯახია გაწევრიანებული.


„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გადმოგვეცა 1 700 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი. ვისარგებლეთ შეღავათიანი აგროკრედიტით და ავაშენეთ შენობა. ხოლო გრანტით, რომელიც „ენპარდისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქეას" პროექტიდან მივიღეთ, საწარმოსთვის საჭირო დანადგარები შევიძინეთ. ამ ეტაპზე მხოლოდ თხილის პირველად გადამუშავებას ვახდენთ (გატეხვას, გარჩევას). ასევე, ვაპირებთ, მორიგი გრანტით შევიძინოთ დასაფასოებელი დანადგარები, რის შემდეგაც შევძლებთ, ჩვენი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გავიტანოთ", - განაცხადა მუხაშავრიამ. 


 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner