logo_geo
eng_logo
შსს სოფელ კუმურდოში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
- +

30 სექტემბერი. 2017. 18:50


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტრო ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს:

 

„ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე შეჭრა სცადა. მე-10 საუკუნის ტაძარს, რომლის რესტავრაციაც მიმდინარეობს,  შსს-ს დაცვის პოლიცია იცავს. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ტაძრის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მათ ფიზიკურად დაუპირისპირდა, ადგილზე მისულ პოლიციას კი ქვები დაუშინეს. შემთხვევის შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები, ასევე დაზიანდა შსს-ს ბალანსზე რიცხული რამდენიმე ავტომანქანა.

 

შექმნილი ვითარებიდან უმოკლეს დროში ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. იგი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ამ დროისთვის, სიტუაცია სოფელ კუმურდოში განმუხტულია.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით, სსკ-ს 187-ე მუხლის I ნაწილით, სსკ-ს 239-ე მუხლის II და III ნაწილებით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner