თსუ-ში მორიგი საპროტესტო ტალღაა დაანონსებული. „აუდიტორია 115" ისევ ქუჩაში გადის.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანება, განათლების სამინისტროში გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ, გაფიცვით იმუქრება.
აუდიტორიის წევრები იმ კანონპროექტით არიან უკმაყოფილოები, რომლებიც მათივე მოთხოვნით, სამინისტრომ მოამზადა.
ახალგაზრდების აზრით, დოკუმენტი სტუდენტური თვითმმართველობის ძირეულ რეფორმირებას არ გულისხმობს.
კანონპროექტის მიმართ შენიშვნები აქვთ დღეს მოქმედი თვითმმართველობის წევრებსაც.
„მეგობრებო, ახლა გვჭირდება თითოეული თქვენგანის სოლიდარობა. ძალიან ბევრი ჩვენი თანამებრძოლი რიგი მიზეზების გამო ვერ დაესწრება აქციას, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. გთხოვთ, გადაიღეთ ფოტო, ან ვიდეო მიმართვა, სადაც გამოუცხადებთ სოლიდარობას მოძრაობას. ერთად ვიბრძოლოთ ხარისხიანი განათლებისთვის!"- აღნიშნულია „აუდიტორია 115"-ის მიმართვაში.