logo_geo
eng_logo
ესპანეთი მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა
- +

30 სექტემბერი. 2017. 23:51


ესპანეთში, კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.


ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქციები ესპანეთის ბევრ ქალაქში, მათ შორის მადრიდსა და ბარსელონაშიც გაიმართა.


მანიფესტაციებზე აქტივისტები ესპანეთის, კატალონიისა და ევროკავშირის დროშებით გამოვიდნენ. აქციის მონაწილეები ქვეყნის ერთიანობისა და კონსტიტუციის პატივისცემისკენ მოწოდებებს სკანდირებდნენ. აქციის მონაწილეები კატალონიის ლიდერის კარლეს პუჩდემონის დაპატიმრებასაც მოითხოვდნენ.


შეგახსენებთ, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ხვალ გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner