logo_geo
eng_logo
აშშ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებასთან პირდაპირ კონტაქტზე გავიდა
- +

1 ოქტომბერი. 2017. 00:52


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განცხადებით, ვაშინგტონი ფხენიანთან პირდაპირ კონტაქტზე გავიდა.


„თვალი ადევნეთ ახალ ამბებს. ჩვენ გვაქვს პირდაპირი კავშირები. სიბნელეში არ ვზივართ", - განაცხადა ტილერსონმა ჩინეთში ვიზიტის დროს.


აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის სიტუაცია უფრო მწვავდება. 25 სექტემბერს, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, უფლებას აძლევს საკუთარ თავს, ესროლოს ამერიკულ თვითმფრინავებს.


23 სექტემბერს, პენტაგონის განცხადებით, ამერიკულმა ბომბდამშენებმა (B-1B) ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროს მახლობლად ჩაიფრინეს.


აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა ერთმანეთს უშუალოდ მიმართეს და „გიჟები" უწოდეს. კიმ ჩენ ინის მიზეზი, ტრამპის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა იყო ის, რაც ჩრდილოკორეელმა ლიდერმა ომის გამოცხადებად აღიქვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner