თბილისის მერი დავით ნარმანია ქვეყნისა და დედაქალაქის მთავრობის წევრებთან, სამეცნიერო და სახელოვნებო საზოგადოების წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
"ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ჩვენ ძალიან დიდი საგანძური გვაქვს ვეფხისტყაოსნის სახით. აქ არიან შეკრებილები ის ადამიანები, რომელთათვისაც უძვირფასესია ვეფხისტყაოსანი და მათ რიცხვებში ვარ მეც", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო თბილისის საკრებულოს ინიციატივით გაიმართა და ღონისძიების ფარგლებში რუსთაველის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი გამოფენა "რუსთაველი 850" გაიხსნა.
საღამოს მიმდინარეობისას, ასევე, "ვეფხისტყაოსნის" საყოველთაო გადაწერის საზეიმო ცერემონია გაიმართა. მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ პოემის თითო სტროფი გადაეწერათ.