logo_geo
eng_logo
სულიკო კედელაშვილი: ყოჩაღ კახა კახიშვილს, მან საკმაოდ კარგად გაართვა თავი ამ რთულ სფეროს
- +

1 ოქტომბერი. 2017. 01:21


Facebook-მომხმარებელი სულიკო კედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„როგორც დღევანდელობამ გვაჩვენა, თურმე შესაძლებელია ციხეებში პატიმრების კონტროლი და სტაბილურობა წამების, გაუპატიურების და ხოცვა-ჟლეტის გარეშე. და იმ ავადმყოფების არგუმენტი, რომ თურმე ციხეში აგრესიული დამნაშავეები სხედან და რომ მაგათი კონტროლი სისასტიკის გარეშე წარმოუდგენელი იყო, საერთოდ ქარმა წაიღო. აი, ესაა ნათელი მაგალითი იმისა, რომ ყველა სფეროში მართვის სისტემა შესაძლებელია მოექცეს ადამიანურ ჩარჩოებში ისე, რომ არც მწვადი დაიწვას და არც შამფური. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ არავითარი აუცილებლობა არ იყო იმ პოლიტიკისა, რასაც ის მანიაკები ატარებდნენ, ეს უბრალოდ მათი ავადმყოფური გადახრების ხორცშესხმის დაუოკებელი სურვილი იყო და სახელმწიფოს სტაბილურობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

 

ყოჩაღ კახიშვილს, მან საკმაოდ კარგად გაართვა თავი ამ რთულ სფეროს ყოველგვარი შარვლის ტოტების ქნევის გარეშე. თურმე შესაძლებელია დალაგებული ჭკუის ადამიანების მოძებნა საზოგადოებაში და არაა აუცილებელი პარტიული სახეების წამოჩიტვა წესიერი კაცი თუ ხარ", - წერს კედელაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner