გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რაჰოისთან საუბრისას ესპანეთის ხელისუფლებას კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
რაჰოი 29 სექტემბერს ტალინში ევროკავშირის ლიდერების სამიტს უნდა დასწრებოდა, თუმცა გამგზავრება სწორედ ამ რეფერენდუმის გამო გადადო. ამ სამიტზე ევროპის ქვეყნების ლიდერებმაც მას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ ხვალ კატალონიის ხელისუფლება რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, სადაც მოსახლეობა გადაწყვეტს - უნდათ თუ არა რეგიონის დამოუკიდებლობა. რეფერენდუმი ტარდება მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, შეჩერებულიყო ყველა პროცესი. სწორედ ამიტომ, ესპანეთის ხელისუფლება ამ რეფერენდუმს უკანონოს უწოდებს.
გამოკითხვის შედეგად, ამ დროისთვის, კატალონიის დამოუკიდებლობას 41 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო 49 პროცენტი წინააღმდეგია.