logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: მეც ვერ ვიფიქრებდი ამას!
- +

1 ოქტომბერი. 2017. 03:33


„აი, კანტროლკა, მდა... ყბა ჩამომვარდა, მეც ვერ ვიფიქრებდი ამას!" - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის პოსტს, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.


აქვე, გთავაზობთ ირაკლი ზაქარეიშვილის პოსტს:


„იცით თუ არა, რომ ელისო კილაძის შვილს - დავით ხარშილაძეს დაკავებისას ლაბორატორიული კვლევით დაუდგინდა ბუპრენორფინის - იგივე სუბოტექსის მოხმარება.

 

მოუწოდეთ ელისო კილაძეს, სრულად გაასაჯაროოს თავისი შვილის საქმის მასალები!

 

როგორც ცნობილია, დავით ხარშილაძის ადვოკატები იყვნენ ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, ელისო კილაძის მეგობარი ვალერი გელბახიანი და გაზეთ „ქრონიკა+"-ის ადვოკატი, ასევე ელისო კილაძის ძმაკაცი არჩილ ჩუბინიძე. კილაძის და ჩუბინიძის ურთიერთობის ისტორია ფრიად საინტერესო თემაა და ამაზე მოგვიანებით მოგითხრობთ. როგორც კილაძისგან ცნობილია, მას არაერთი ადვოკატი გამოეხმაურა და შესთავაზეს თავისი მომსახურება, თუმცა ელისო კილაძემ გელბახიანი-ჩუბინიძის გარდა თავისი შვილის საქმის მასალებს არავინ გააკარა.

 

ამჟამად, პოლიციის სტრუქტურებიდან მოდის ფრიად დასაბუთებული და ყურადსაღები ამბები იმის შესახებ, რომ დავით ხარშილაძეს დაკავებისას მართლაც ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და ფაქტზე იყო დაჭერილი. შსს-ში ელისო კილაძეს აჩვენეს საპოლიციო ოპერაციის ვიდეომასალები, რის შემდეგაც მასთან მოხდა გარიგება გარკვეულ საკითხებზე.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ დავით ხარშილაძეს წლებია კარგად იცნობენ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფის თანამშრომლები - როგორც რაიონული სამმართველოების, ასევე ქალაქის მთავარი სამმართველოსა და შს სამინისტროს მასშტაბით.

 

ელისო კილაძე თავისი შვილის მასალებს კასრზე რომ დადებს სრულად, იურისტები კარგად გაერკვევიან - გამამართლებელი განაჩენის „უზრუნველსაყოფად" საქმე განზრახ იქნა „გაფუჭებული" მტკიცებით ნაწილში თუ გამომძიებელ-პროკურორმა ვერ უზრუნველყვეს მტკიცებულებათა საპროცესო დამაგრება.

 

ჩემთვის (და არამარტო ჩემთვის) ცნობილია, რომ ელისო კილაძის შვილისათვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლა 15 000 ლარიანი გირაოთი, 2017 წლის 13 ივლისს განხორციელდა ოთარ ფარცხალაძის ჩარევით.

 

ვინ დაეხმარა დედა-შვილს?

ნუ ვიქნებით მიამიტები!

ნუ გაგვაბრიყვებს რუსული პროპაგანდა!

 

ელო, შენ რა იცი „ჩიტი" რა არის?.. მე განახებ აწი „ფასკუნჯებს"!", - წერს ზაქარეიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner