logo_geo
eng_logo
აშშ კორეის ნახევარკუნძულზე ატომურ ავიამზიდს გააგზავნის
- +

1 ოქტომბერი. 2017. 13:51

 


2017 წლის ოქტომბერში პენტაგონი კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე ატომურ ავიამზიდ USS Ronald Reagan-ს (CVN-76) გააგზავნის. ხომალდი სამხრეთ კორეასთან ერთობლiვ სწავლებაში მიიღებს მონაწილეობას.


„ჩვენ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან ერთობლივი მოქმედებების გეგმის შესახებ, რომელშიც ატომური ავიამზიდი USS Ronald Reagan-ი მიიღებს მონაწილეობას. ეს სამუშაოები 15 ოქტომბრისთვის გაიმართება იაპონიის ზღვაში",- განაცხადა ანონიმურმა  წყარომ.


მისივე თქმით, ავიამზიდთან ერთად კორეის ნახევარკუნძულთან განთავსდება რამდენიმე საბრძოლო ხომალდი, ასევე სარაკეტო კრეისერი, გამანადგურებელი, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით იქნება აღჭურვილი, ასევე ატომური წყალქვეშა ნავი Tomahawk-ის რაკეტებით.


სწავლების ფარგლებში აშშ-ი და სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენის და გაუვნებელყოფის გეგმას შეიმუშავებენ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner