2017 წლის ოქტომბერში პენტაგონი კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე ატომურ ავიამზიდ USS Ronald Reagan-ს (CVN-76) გააგზავნის. ხომალდი სამხრეთ კორეასთან ერთობლiვ სწავლებაში მიიღებს მონაწილეობას.
„ჩვენ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან ერთობლივი მოქმედებების გეგმის შესახებ, რომელშიც ატომური ავიამზიდი USS Ronald Reagan-ი მიიღებს მონაწილეობას. ეს სამუშაოები 15 ოქტომბრისთვის გაიმართება იაპონიის ზღვაში",- განაცხადა ანონიმურმა წყარომ.
მისივე თქმით, ავიამზიდთან ერთად კორეის ნახევარკუნძულთან განთავსდება რამდენიმე საბრძოლო ხომალდი, ასევე სარაკეტო კრეისერი, გამანადგურებელი, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით იქნება აღჭურვილი, ასევე ატომური წყალქვეშა ნავი Tomahawk-ის რაკეტებით.
სწავლების ფარგლებში აშშ-ი და სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების აღმოჩენის და გაუვნებელყოფის გეგმას შეიმუშავებენ.