კატალონიაში, სადაც დღეს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული უკანონო რეფერენდუმი მიმდინარეობს, ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკების დროს, ხალხი დაშავდა.
ესპანეთის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა. შეტაკება ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მოხდა, სადაც კატალონიელები დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილოებისთვის შეიკრიბნენ.
თვითმხილველების განცხადებით, მათ დასისხლიანებული ადამიანები ნახეს.
პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის 2315 უბნიდან უმეტესობას აკონტროლებენ. უბნებზე სარეფერენდუმო დოკუმენტაციის ამოღება მიმდინარეობს, ზოგიერთ უბანზე კი ხმის მიცემა მაინც გრძელდება.
რეფერენდუმი ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე დასრულდება.