logo_geo
eng_logo
კანადის პოლიცია ანტიტერორისტულ გამოძიებას აწარმოებს
- +

1 ოქტომბერი. 2017. 16:17



კანადის ხელისუფლება ქალაქ ედმონტონში მომხდარი ორი ინციდენტის გამო ანტიტერორისტულ გამოძიებას აწარმოებს. როგორც ქალაქის პოლიციის უფროსმა როდ ნეკტმა განაცხადა, უცნობმა პოლიციელი დაჭრა და სატვირთო მანქანით ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.


ინციდენტი შაბათს საღამოს მოხდა. დანით შეიარაღებული კაცი პოლიციელს დაესხა თავს, მისი მანქანა კი საპატრულო ავტომობილს დაეჯახა. დაშავებული პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა. ტელეკომპანია CTV News-ის ინფორმაციით, თავდამსხმელს მანქანაში „ისლამური სახელმწიფოს" დროშა ჰქონდა.


გარკვეული ხნის შემდეგ პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე ამოიცნო და მისი დაკავება მოახერხა. დევნის დროს დამნაშავე ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.


პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს.











 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner