logo_geo
eng_logo
„ცოტა ხანში გამოცხადდა, რომ მხოლოდ ქართული იქნებოდა სახელმწიფო ენა!“ - ჯემალ სეფიაშვილი სიმღერის, „ო, ენავ ჩემო“-ს შესახებ
- +

14 აპრილი. 2016. 22:42


კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი სიმღერის „ო, ენავ ჩემო"  შექმნის ისტორიას იხსენებს. როგორც კომპოზიტორმა „ობიექტივის" ეთერში განაცხადა, ეს სიმღერა იყო მუხტი ქართველების გაერთიანებისა.


პროფკავშრების კულტურის სასახლეში  ირმა სოხაძეს  კვარტეტ „თბილისთან" ერთად ჰქონდა კონცერტი. დარბაზი გადაჭედილი იყო. დავიწყეთ ყოველგვარი გამოცხადების გარეშე, მუხლები მიკანკალებდა, დღე იყო ძალიან დაძაბული. გასუსული ისმენდა დარბაზი სიმღერას და წივილ-კივილი ატყდა. მთელი დარბაზი  ცეცხლში იყო. ვიღაცამ იკივლა წავიდეთ ახლაო, მთელი დარბაზი წავიდა ხალხის თავშეყრის ადგილას, სადაც იყო ძალიან მშვიდი მიტინგი. ცოტა ხანში გამოცხადდა, რომ მხოლოდ ქართული იქნებოდა სახელმწიფო ენა..."- იხსენებს სეფიაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner