წინასწარი შეფასებით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 4.7% , ხოლო მხოლოდ აგვისტოში 4.3% შეადგინა.
მიმდინარე წლის აგვისტოში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:
დამამუშავებელი მრეწველობა;
სასტუმროები და რესტორნები;
ოპერაციები უძრავი ქონებით;
ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და სხვა ხელშემწყობმა ფაქტორებმა.
8 თვეში 28.5%-ითაა გაზრდილი საქართველოდან ექსპორტი.
2017 წლის ივლისში:
დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამის თვესთან
შედარებით გაიზარდა 14%-ით;
22%-ით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი.
ტურიზმიდან შემოსავლები 8 თვეში 29.1%-ით გაიზარდა.