logo_geo
eng_logo
ესპანეთის პრემიერი კატალონიაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ავტონომიის მთავრობას აკისრებს
- +

2 ოქტომბერი. 2017. 00:19



ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი კატალონიის რეგიონში დღეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ავტონომიის მთავრობას აკისრებს. პრემიერის განცხადებით, დღევანდელი პროცესი მხოლოდ თანაარსებობისთვის ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად.


„პასუხისმგებლობა ამ ქმედებებზე იმ ადამიანებს ეკისრებათ, ვინც კანონდარღვევას ხელი შეუწყო და თანაარსებობაში განხეთქილების შეტანას შეეცადა. კატალონიელთა უმეტესობას სეპარატისტთა სცენარში მონაწილეობის მიღება არ სურდა. მათ აჩვენეს, რომ კანონმორჩილი ხალხი არიან და მშვიდად, იგნორირებით შეეგებნენ მოწოდებას", - აცხადებს რახოი.


პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა ესპანელ სამართალდამცველებს, კანონის უზენაესობის დაცვისთვის და ევროკავშირს მხარდაჭერისთვის. მარიანო რახოიმ ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთის ხელისუფლება კანონის ფარგლებში მოქმედებდა.


მარიანო რახოი კატალონიას კანონის ფარგლებში დიალოგს სთავაზობს.


კატალონიის დამოუკიდებლობის ე.წ. რეფერენდუმი დასრულებულია. შეტაკებების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 761 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 12 სამართალდამცველია.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner