logo_geo
eng_logo
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

2 ოქტომბერი. 2017. 11:07


შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული თ.შ. თბილისში, შანიძის ქუჩაზე დააკავეს.


„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „ტე-ტე"-ს კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

 

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით)", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner