logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილმა საოჯახო სასტუმრო „თბილი სახლი“ დაათვალიერა
- +

20 თებერვალი. 2016. 16:33



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით დაფინანსებული საოჯახო სასტუმრო „თბილი სახლი" დაათვალიერა.


გიორგი კვირიკაშვილს მასპინძლობა სასტუმროს დამფუძნებლებმა- ირაკლი ყალიჩავამ და მაკა კორკელიამ გაუწიეს. მათ პრემიერს განუმარტეს, რომ ამხანაგობაში გაერთიანების შემდეგ დაარსეს საოჯახო სასტუმრო. მათ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში გაიარეს ტრენინგი და მიიღეს 10 000 ლარის მოცულობის დაფინანსება. ამ თანხით მეპატრონეებმა შეიძინეს ინვენტარი სასტუმროს კეთილმოსაწყობად და პირობების გასაუმჯობესებლად.



პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მნიშვნელობას.


მისი თქმით, პროგრამის უმთავრესი ამოცანაა რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება მეწარმეთა მხარდაჭერისა და რეგიონული ბაზრების განვითარების გზით. 2016 წლის 15 თებერვლიდან საქართველოს ყველა რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო, რაც 31 მარტს დასრულდება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner