logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: მადლობა, ბატონო ბიძინა! სუბიექტური ვარ? დაე...
- +

2 ოქტომბერი. 2017. 12:22


არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფო" დამფუძნებელი,  ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„- სუბიექტური ვარ?

დაე...

2012 წლის 2 ოქტომბერს ჩაცმულს გამეღვიძა, არ ვიცოდი, რა მოხდებოდა არჩევნებზე, მე და ჩემი ოჯახი მზად ვიყავით ემიგრაციისთვის საფრანგეთში...

 

ბედნიერებისგან და დაგლეჯილი ნერვებისგან დასველებულ მარილიან ბალიშს კიდევ დიდხანს ვინახავდი თილისმად...

 

რამდენიმე საათით ადრე კი „ბარნოვის" საარჩევნო უბანზე, მრგვალ ბაღთან მდუმარე ვაკელების მრავალათასიანი იმედის რიგი... არავინ დარჩა სახლში... ძალიან მძიმე ავადმყოფებიც კი...

 

იქვე, მოპირდაპირე მხარეს კაფე „კანაპე" და შუშის ვიტრინა ხედით მშობლიურ ქუჩაზე...

 

რიტორიკული შეკითხვა - გადავრჩებით?

 

-უჰ, თქვენ გენაცვალეთ, ვაკელებო, აი, რატომ სძულხართ მავანთ!

 

და უცებ მძიმე ხელი ჩემს მხარზე:

 

-ეს შენი თავისუფლების ბოლო დღეა, მოროშკინა, ხვალიდან იქ ამოგალპობთ, სადაც 15 დღე ეგდე!

 

ზონდერი, ერთ-ერთი მათგანი, ვინც ყველაზე ბოროტი დამპყრობელივით შეესია ჩემს ქვეყანას და სული ამოაჭამა.

 

2.10.2012 - სხვანაირად გათენდა ჩემთვის და ჩემნაირებისთვის!

მე ვიცი თავისუფლების ფასი და არასოდეს დავთმობ, საკუთარი სისხლის ფასადაც!

დიდი მადლობა ჩრდილში მყოფ ყველაზე ნათელ ადამიანს ჩემს ცხოვრებაში.

მადლობა, ბატონო ბიძინა!

სუბიექტური ვარ?

-დაე.....

2.10.2017

თავისუფლების ხუთი წელი

თბილისი, საქართველო

ლ.მ." - წერს მოროშკინა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner