logo_geo
eng_logo
ირმა სოხაძე სიმღერაზე „ო, ენავ ჩემო“: ეს იყო პირველი უმძაფრესი პროტესტი რუსეთიდან წამოსული იდეისადმი!
- +

14 აპრილი. 2016. 23:36


მომღერალი ირმა სოხაძე ირაკლი აბაშიძის ლექსზე შექმნილი სიმღერის „ო, ენავ ჩემო" შექმნის ისტორიას იხსენებს. როგორც სოხაძემ „რეპორტიორთან" საუბარში განმარტა, ეს სიმღერა იყო პირველი ღია და მძაფრი პროტესტი რუსეთის მიმართ.



ადრე დილა იწყებოდა ხოლმე ამ სიმღერით და წლების განმავლობაში თამაზ კვაჭანტირაძის გადაცემაც ამ სიმღერით იწყებოდა. მე ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ სიმღერას ძალიან საკრალური მნიშვნელობა აქვს

 

 ძალიან ვღელავდი, ვიცოდით, რომ რთული ვითარება იყო და საშიშროება გველოდა რუსეთის მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ენის მიმართულებით. ყველანი ვიყავით შეშფოთებულები და ვღელავდით. ვგრძნობდით, რომ ჰაერში ისეთი თემა ტრიალებდა, რომ ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. ამის გარეშე კონცერტის გაკეთებას არავითარი აზრი არ ჰქონდა. ვფიქრობდით, რა უნდა გაგვეკეთებინა და დაგვირეკა ჯემალ სეფიაშვილმა და გვთხოვა, სასწრაფოდ მივსულიყავით მასთან. მივედით და დავინახეთ, რომ პიანინოზე ედო ირაკლი აბაშიძის ტომეული და გადაშლილი ჰქონდა ლექსიხმა კატამონთან" და ღიღინებდა პირველ ფრაზებს. მაშინვე ტირილი დავიწყეთ, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მაშინ ამ საერთო განწყობას.

 

 

სიმღერა ერთ დღეში ვისწავლეთ. მეორე თუ მესამე დღეს კონცერტი გვქონდა. რთულია, გადმოვცე და მოვყვე, თუ რა მოხდა კონცერტზე. დარბაზში ბრძანდებოდა თვითონ ირაკლი აბაშიძეც. სიმღერის შემდეგ დარბაზი დაინგრა, აინთო უამრავი სანთებელა, აჩახჩახდა დარბაზი, 5 წუთი უკრავდა დარბაზი ტაშს. ასეთი აპლოდისმენტები მე სხვა დროს არ მახსოვს. მეორედ დავიწყეთ სიმღერა, მთელი დარბაზი აგვყვა და ეს იყო საოცარი ემოცია.

 

 

ეს სიმღერა იყო პირველი ღია და უმძაფრესი პროტესტი რუსეთიდან წამოსული იდეისადმი. ეს იყო პირველი ყლორტები", - აღნიშნა ირმა სოხაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner