logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: რატომ არ აქვეყნებს NDI გამოკითხულთა ბაზებს?
- +

14 აპრილი. 2016. 23:21


„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე მიიჩნევს, რომ NDI-ს კვლევები ძალიან ტენდენციურია და თავად მკითხვარიც ტენდენციურდ არის შედგენილი, ისე, რომ მათ თავისთვის სასურველი შედეგი დადონ.


„რატომ არის პიროვნება გამოკითხვაში დავით ბაქრაძე ჩასმული დღეს და რატომ არ იყო 2015-ში?

გამოკითხული იყო საზოგადოება ასეთი ფორმულირებით- კმაყოფილი ხართ თუ არა დღეს რომელიმე პოლიტიკოსის საქმიანობით? ერთი იყო დავით ბაქრაძე, მეორე დავით უსუფაშვილი. ერთი შეფასდა კონკრეტული პროცენტით, მეორე კონკრეტული პროცენტით. გასაგებია, რომ დავით უსუფაშვილი არის პარლამენტის თავმჯდომარე, გამხმოვანებელია და მას ვცნობთ, მაგრამ დავით ბაქრაძის შეფასება მოსახლეობის მიერ როგორ უნდა მოხდეს? კონკრეტულად ამ კითხვარების შედგენა როგორ ხდება? ეს არის ჩვეულებრივი მომენტი, როდესაც ჩვენ შგვიძლია შევადგინოთ მკითხვარი ისე, რომ მივიღოთ სასურველი პასუხი. აი ამაზეა საუბარი.

 

რატომ არ აქვეყნებს NDI ბაზებს? მიზნობრივ ჯგუფებს? ასაკობრივ ჯგუფებს? კრიტერიუმებს?"- განაცხადა ქადაგიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner