logo_geo
eng_logo
თამაზ ჭეიშვილი: ეს ის დროა, როცა სააკაშვილის ბრძანებით, ქუჩებში „საჩვენებელ დახვრეტებს“ აწყობდნენ!
- +

2 ოქტომბერი. 2017. 14:51


პუბლიცისტი თამაზ ჭეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„გაადიდეთ „შანსის" პირველი გვერდის ეს ფოტო და ნახეთ, რომელი წლის რომელ თვეშია გამოშვებული!

 

ეს ის დროა, როცა სააკაშვილის ბრძანებით, ქუჩებში „საჩვენებელ დახვრეტებს" აწყობდნენ! საპყრობილეები უდანაშაულო ხალხით გაავსეს! ბიზნესმენებს უძრავ - მოძრავ ქონებას ძალის გამოყენებით ართმევდნენ და ციხეებში ტუსაღებზე ბარბაროსულ ცდებს ატარებდნენ! აი, სწორედ იმ დროს, სასიკვდილოდ დაჭრილი, ქუჩაში გაგდებული „შანსი" დაცლილი რედაქციით, თბილისის ცენტრში, პარლამენტის წინ, ვუშვებდით ნომრებს, პირველ გვერდზე გამოტანილი სააკაშვილის კარიკატურებით და საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად გზას ვუკაფავდით ოპოზიციას", - წერს ჭეიშვილი.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner