პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას ბიოგრაფიულ მონაცემებს აქვეყნებს. მონაცემებში აღნიშნულია, რომ ხოშტარიას უმაღლესი განათლება რუსეთში აქვს მიღებული. ფოტოს, რომელსაც კვიციანი აზიარებს თავის პირად გვერდზე, შემდეგი სახის წარწერა აქვს:
„ამოცანა გვეკითხება: რატომ ეძახის ეს ქალი სხვებს რუსეთის აგენტს? ამოცანის პასუხი: საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა!
გაგანია მხედრიონობა-არეულობაში ელენე ხოშტარიამ დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი".