logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: ბაღების სააგენტომ გაამართლა ისე, როგორც ბევრი უწყება ვერ დაიტრაბახებს დღეს
- +

2 ოქტომბერი. 2017. 16:24


ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„როგორც სკოლის მოსწავლის მამა და ასევე როგორც ბაღის აღსაზრდელის მამა, განსაკუთრებული ყურადღებით ვადევნებ თვალს სკოლებისა და ბაღების თემას. ბოლო დღეებში შემაშფოთებელი სტატუსები წავიკითხე ბაღების ჯგუფებში აღსაზრდელების რაოდენობის შესახებ, ჯერ ძალიან გამიკვირდა (ჩემი უმცროსი შვილიც ბაღის აღსაზრდელია და უფროსი კი მხოლოდ წელს შევიდა სკოლაში და წლებია ბაღების თემაში, როგორც მშობელი და დაინტერესებული მოქალაქე, ჩართული ვარ), რადგან ჩემი შვილების ბაღებში მსგავსი შემთხვევა არ შემიმჩნევია. შემდეგ კი გარკვევას შევეცადე.

 

როგორც მაცნობეს, მხოლოდ რამდენიმე ბაღია ასეთ მდგომარეობაში, რაც, რა თქმა უნდა, არაა იმ მშობლისთვის შეღავათი, რომლის ბავშვიც გადატვირთულ ბაღში აღმოჩნდა, მაგრამ საინტერესო მთელ ამ პროცესში არის ის, რომ თბილისის მცხოვრებლებმა მასობრივად დაიწყეს საჯარო ბაღებში ბავშვების მიყვანა იმის გამო, რომ ბაღებს ძირითადად ძალიან კარგი სერვისი შეუძლია მიაწოდოს ჩვენს შვილებს. საჯარო უწყებების არც კრიტიკა მერიდება ხოლმე და არც შექება, როცა ამის მოტივი არსებობს, ამიტომ ფაქტია, რომ საჯარო ბაღები დინამიურად იზიდავს მშობლებს, შვილები კერძო ბაღების ნაცვლად საჯარო ბაღებში მიიყვანონ. რამდენადაც მახსოვს, წინა წლებში მსგავსი მოთხოვნა არ იყო.

 

ფაქტია ერთი რამ, ბაღების სააგენტომ გაამართლა ისე, როგორც ბევრი უწყება ვერ დაიტრაბახებს დღეს, თუმცა, ამავდროულად შენიშვნასაც გამოვთქვამ, რომ დინამიკა უნდა გაითვალისწინონ და კიდევ უფრო შემზადებული შეხვდნენ პროცესებს", - წერს არჩილ გამზარდია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner