logo_geo
eng_logo
17 ოქტომბერს „გურამ შარაძის მემორიალური კაბინეტი“ გაიხსნება
- +

2 ოქტომბერი. 2017. 17:55


17 ოქტომბერს „გურამ შარაძის მემორიალური კაბინეტი" გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე ავრცელებს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


ცხოვრებაში, გარდა პატარ-პატარა ნატვრებისა და სურვილებისა, ორი მთავარი მიზანი დავისახე და ალბათ, ესაა ამქვეყნად ჩემი ყოფნის გამართლებაც - პირველი მამაჩემის მკვლელობის საქმეს ეხება, ხოლო მეორე - მისი მემკვიდრეობის სათანადოდ დაბინავებას.

 

მკვლელობის საქმეზე ახლო მომავალში გავაკეთებ განცხადებას.

 

რაც შეეხება მემკვიდრეობას - გურამ შარაძის პირადი ბიბლიოთეკა (დაახლოებით, 10 ათასამდე წიგნი და ალბომი), პირადი არქივი, პორტრეტები, ნახატების კოლექცია, ავეჯი და სხვა ინვენტარი - საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სამუდამოდ დაიდებს ბინას.

 

უკვე ყველაფერი გადავიტანეთ და მიმდინარეობს აწყობა.

 

17 ოქტომბერს, მამაჩემის დაბადების დღეზე, ოფიციალურად გაიხსნება ,,გურამ შარაძის მემორიალური კაბინეტი“.

 

დეტალებს და საინტერესო ისტორიებს კიდევ მოგიყვებით. უღრმესი მადლობა ფერიდე კვაჭანტირაძეს, ლევან თაქთაქიშვილს, გიორგი კეკელიძეს და მთელ ეროვნულ ბიბლიოთეკას... განსაკუთრებით, იმ ადამიანებს, ვინც ზურგით, სათუთად ატარა ეს ყველაფერი და ერთი არ დაუჩივლიათ...

 

გული და სული გავატანე... მაგრამ ბედნიერი ვარ!" - წერს რუსუდან შარაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner