logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე შრომის უსაფრთხოებაზე: წლის ბოლომდე მივიღებთ იმ სტანდარტს, რაც საჭიროა
- +

2 ოქტომბერი. 2017. 18:24



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში შრომის კოდექსსა და უსაფრთხოებაზე ისაუბრა. გუგული მაღრაძის თქმით, „ეს არის ძალიან მტკივნეული პრობლემა", თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა აქვე დასძინა, რომ ხელისუფლების აქტიური მუშაობის შედეგად, სიტუაცია შეიცვლება და წლის ბოლომდე შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები მაქსიმალურად აღმოიფხვრება.  


„ეს არის ძალიან მტკივნეული პრობლემა. საქართველოს პარლამენტმა, „ქართულმა ოცნებამ" მიიღო კანონში მთელი რიგი ცვლილებები და ის დრაკონული კანონი, რომელიც საერთოდ არავითარ უფლებას არ აძლევდა დაქირავებულს, გაცილებით უკეთესია და მეტი უფლებები აქვს. მე სოციალური ქარტიის ქვეკომიტეტის წევრი ვიყავი ევროსაბჭოში, და ვიცი, რომ ეს პრობლემა დგას ბევრ ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში. აქ არის ერთი, რომ უსაფრთხოების პრობლემები უნდა გადაიჭრას, და მეორე მხრივ, არის ბიზნესის ინტერესები. არ არის ბევრი ქვეყანა, რომელსაც სრულიად აქვს მოწესრიგებული უსაფრთხოების ზომები, თუმცა „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ თბილისში ძალიან მკაცრად იქნება სამშენებლო სტანდარტები დაცული, და ბევრი ცვლილება შევა. ამასთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს შრომის უსაფრთხოების საკითხებზე, და დარწმუნებული ვარ, ამ წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ იმ სტანდარტს, რაც საჭიროა", - აცხადებს გუგული მაღრაძე.  





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner