logo_geo
eng_logo
შსს-მ თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე 6 პირი დააკავა
- +

2 ოქტომბერი. 2017. 18:41


„მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მერიასთან გამართულ არასანქცირებულ აქციაზე, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მერობის კანდიდატმა, ამავე პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით შეჭრა სცადეს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.


„ამასთან, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, რის შედეგადაც, კოსტავას გამზირზე მოძრაობა პარალიზებული აღმოჩნდა.

 

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ შსს-ს საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იმოქმედეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, არაერთგზის მოუწოდეს სამართალდამრღვევებს წესრიგისკენ და გზის საავტომობილო ნაწილის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა აქციის მონაწილეები პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს. აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისთვის 6 პირი დააკავა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner