„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯომარე ნიკოლოზ მჟავანაძე თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონმა მერიის წინ ნაცების უკანონო აქციის დაშლა უარყოფითად და ყოველივე სიტყვისა და აზრის გამოხატვის ხელყოფად შეაფასა. როდემდე უნდა ვითმინოთ NDI-ის საქართველოს ოფისის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები. ჯერ იყო და NDI სააკაშვილის გაყალბებულ არჩევნებს „აპრავებდა", ეხლა კი ღიად ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის და ნაცებს სახელმწიფო გადატრიალებაში უწყობს ხელს", - წერს მჟავანაძე.