logo_geo
eng_logo
ლას ვეგასში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
- +

2 ოქტომბერი. 2017. 21:33


პოლიციის შერიფის ჯოზეფ ლომბარდოს განცხადებით, ბოლო მონაცემებით დაიღუპა 58 და დაშავდა 515 ადამიანი.


ლას ვეგასში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, რომ ლას ვეგასის ცნობილ კაზინო Mandalay Bay-სთან განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე პირსა და საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის კავშირი ვერ დაადგინა. ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს სეპციალურმა აგენტმა განაცხადა.


ამასთან, სამართალდამცველების თქმით, მას არც კრიმინალური წარსული აქვს.


ლას ვეგასში მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას სასტუმრო „მანდელეი ბეიდან" 64 წლის მამაკაცმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა. CNN-თან ინტერვიუში ლას ვეგასის შერიფის მოადგლემ მაკმაჰილმა განაცხადა, რომ მამაკაცმა, რომელმაც ლას ვეგასში მუსიკალურ ფესტივალზე შეკრებილ ხალხს ცეცხლი გაუხსნა, სავარაუდოდ თავი მოიკლა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner