პირველი არხის ინფორმაციით, უხვი ნალექის გაგრძელების შემთხვევაში არსებობს მდინარე აჭყვას კალაპოტიდან გადმოსვლის საშიშროება, რამაც შესაძლებელია ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხოს.
ასეთ შემთხვევაში დატბორვის საფრთხე ქალაქის განაპირას მდებარე რამდენიმე დასახლებასაც შეექმნება.
დღეს ძლიერი წვიმის გამო ისევ გააქტიურდა მეწყრული პროცესები. ქობულეთში მეწყერის 7 კერა დაფიქსირდა.