logo_geo
eng_logo
20 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას შეისწავლის
- +

2 ოქტომბერი. 2017. 22:35


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო.


პროგრამის ფარგლებში 20 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას შეისწავლის. კურსი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.


მსჯავრდებულების პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და განმეორებითი დანაშაულის პრევენცია. სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა პროფესიის დაუფლება მსჯავრდებულებს ხელს შეუწყობს გათავისუფლების შემდეგ დასაქმებაში, რაც მათი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს ამცირებს.


კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე მეორედ გაიხსნა. გასულ წელს N16 დაწესებულების 19-მა მსჯავრდებულმა სწავლება წარმატებით დაასრულა და დაწესებულების დატოვების შემდეგ დასაქმების პრეცედენტიც შეიქმნა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner