logo_geo
eng_logo
სულიკო კედელაშვილი: ავადმყოფ „ნაციონალებს“ ნამდვილად არ აქვთ მომავალი ამ ქვეყანაში!
- +

3 ოქტომბერი. 2017. 02:24


Facebook-მომხმარებელი სულიკო კედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როგორ მახსოვს 2012 წლის 2 ოქტომბერი. ჰაერზეც კი იგრძნობოდა რომ რაღაც დიდი ცვლილება მოხდა, ხალხს ეტყობოდა რომ დიდი ტვირთი მოიშორა და განთავისუფლდა. ლაღი და მომღიმარი სახეები, დიდი ხნის პატიმრობიდან რომ გამოუშვებ თავისუფლებაზე და ღრმად რომ სუნთქავ მოწყურებული...

 

ეს ქინძები კი იყვნენ შეკეტილი საკუთარ სოროებში და მუხლები უკანკალებდათ, დაგვენძრაო. 100% იცოდნენ რომ დავერეოდით და იმ ადგილში შევაძვრენდით საიდანაც გამოძვრნენ თავის დროზე. რატო ეგონათ მასე? იმიტომ რომ ზუსტად ეგრე მოიქცნენ ეგენი როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, პირველივე დღიდან დაიწყეს რეპრესიები და ქონებების ახევა. ხშირად მეც მაგაზე გავბრაზებულვარ რომ იმ დღიდან არ დავერიეთ და დედა არ უტირეთ. დიდი-დიდი ევროპა აღშფოთდებოდა 2 თვით და მერე დაიკიდებდნენ-თქო. ჰა კი ვფიქრობ რომ ჩვენ თუ სამართლიან სახელმწიფოს ვაშენებთ ყველაფერს კანონით უნდა მიუდგეთ-თქო... ხელისუფლებამ მეორე არჩია, მართალია ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა ჩვენი გადმოსახედიდან მაგრამ პრაგმატულად რომ შევხედოთ დალაგებული ჭკუითაა ეს საქციელი ნაკარნახევი და არა ემოციით.

 

რა ვიცი, რა ვიცი, ხან ვბრაზობ, ხან ვიმშვიდებ თავს რომ ალბათ ასე ჯობდა-თქო... მაგრამ მათი პოლიტიკა იმდენად განსხვავებული წინამორბედებისგან რომ გაბრაზებაც გადის.

 

ყოველ შემთხვევაში მე კმაყოფილი ვარ ჩემი მაშინდელი არჩევანით. დღეს, მათზე უკეთესს ვერ ვხედავ ჰორიზონტზე, თუ გამოჩნდა კი აუცილებლად მას ავირჩევ. აი იმ ავადმყოფებს კი ნაღდად არა აქვთ მომავალი, აქ, ამ ქვეყანაში!" - წერს სულიკო კედელაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner