შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ა.უ. ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 1 შეკვრად დაფასოებული 1,8083 გრამი ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 და მე-4 ნაწილებით).