logo_geo
eng_logo
ირმა სოხაძე: დიახ, რომ არა ჯემალ სეფიაშვილი...
- +

15 აპრილი. 2016. 00:45


მომღერალი ირმა სოხაძე  ირაკლი აბაშიძის ლექსზე შექმნილი სიმღერის- „ო, ენავ ჩემო"-ს შესახებ საუბრობს და „რეპორტიორთან" კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილს მადლობას უხდის, რადგან, როგორც სოხაძე აღნიშნავს, რომ არა ჯემალ სეფიაშვილი, დღეს ქართველებს დედაენის ჰიმნი არ ექნებოდათ.

 


„ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ სიმღერას ძალიან საკრალური მნიშვნელობა აქვს

ვგრძნობდით, რომ ჰაერში ისეთი თემა ტრიალებდა, რომ ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა. ამის გარეშე კონცერტის გაკეთებას არავითარი აზრი არ ჰქონდა. ვფიქრობდით, რა უნდა გაგვეკეთებინა და დაგვირეკა ჯემალ სეფიაშვილმა და გვთხოვა, სასწრაფოდ მივსულიყავით მასთან. მივედით და დავინახეთ, რომ პიანინოზე ედო ირაკლი აბაშიძის ტომეული და გადაშლილი ჰქონდა ლექსიხმა კატამონთან" და ღიღინებდა პირველ ფრაზებს. მაშინვე ტირილი დავიწყეთ, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მაშინ ამ საერთო განწყობას.

 

 მეორე თუ მესამე დღეს კონცერტი გვქონდა. რთულია, გადმოვცე და მოვყვე, თუ რა მოხდა კონცერტზე. დარბაზში ბრძანდებოდა თვითონ ირაკლი აბაშიძეც. სიმღერის შემდეგ დარბაზი დაინგრა, აინთო უამრავი სანთებელა, აჩახჩახდა დარბაზი, 5 წუთი უკრავდა დარბაზი ტაშს. ასეთი აპლოდისმენტები მე სხვა დროს არ მახსოვს. მეორედ დავიწყეთ სიმღერა, მთელი დარბაზი აგვყვა და ეს იყო საოცარი ემოცია.

 

 

ეს სიმღერა იყო პირველი ღია და უმძაფრესი პროტესტი რუსეთიდან წამოსული იდეისადმი. ეს იყო პირველი ყლორტები, დიახ, რომ არა ჯემალ სეფიაშვილი, დღეს დედაენის ჰიმნი ნამდვილად არ იარსებებდა და მადლობა „რეპორტიორს", რომ მხოლოდ თქვენ გაგახსენდათ დღეს ეს ამბავი!" - აღნიშნა ირმა სოხაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner