logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე: ასეთი „ნაგლი“ მაიმუნობა თვით დიდ ოსტაპსაც არ მოუმწიფდებოდა იმ გენიალურ თავში!
- +

3 ოქტომბერი. 2017. 12:33

 


„აი, ასეთი „ნაგლი" მაიმუნობა თვით დიდ ოსტაპსაც არ მოუმწიფდებოდა იმ გენიალურ თავში!" - ამის შესახებ ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილზე საუბრისას წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ამასობაში ყველას გამოგვრჩა უდიდესი ქართველი რეკორდსმენი - აფერისტი წმ. ალეკო ელისაშვილი! მან გულისამრევი აფერისტობის ახალი სიმაღლე დაიპყრო! უფლებამოსილების ამოწურვამდე 2 კვირით ადრე „პროტესტის ნიშნად" დატოვა თბილისის საკრებულო!

 

აი, ასეთი „ნაგლი" მაიმუნობა თვით დიდ ოსტაპსაც არ მოუმწიფდებოდა იმ გენიალურ თავში!

 

ახლა კომედიას შევეშვათ და ტრაგედიისა ვთქვათ! რეალურად არსებობენ ადამიანები, რომლებიც ალალად გაიძახიან - აი, ხომ ხედავთ, ალეკოსთვის თანამდებობა მართლა არაფერს ნიშნავს! თავისი ნებით დატოვაო! (ამის ამსახველი სმაილი არა მგონია ცუკერას შექმნილი ჰქონდეს, ან რომც ვთხოვოთ, არა მგონია, მან შეძლოს ასეთი ადამიანებისთვის შესაფერისი სმაილის შექმნა!)" - წერს ბაკურ სვანიძე.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner