logo_geo
eng_logo
გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული დავით ჩხიტუნიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა
- +

3 ოქტომბერი. 2017. 14:08



თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 28 მარტს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  გენერალური ინსპექციის  უფროსის ყოფილი მოადგილე დ.ჩ.  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების სამ ეპიზოდში დამნაშავედ სცნო.  

 

„სააპელაციო სასამართლომ უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ.ჩ.-მ, რომელიც 2005-2009 წლებში, იკავებდა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობებს, როგორც საჯარო მოხელემ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირებს მიანიჭა არაერთი უკანონო პრივილეგია და ისინი ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, არაერთხელ უკანონოდ გამოიყვანა  საპატიმრო დაწესებულებიდან, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ჩ. დაუსწრებლად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ'' საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით  ჩამოერთვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. დ.ჩ. იმყოფება მიმალვაში და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა", - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner