logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: ქალი პრეზიდენტი რუსეთში ბევრ პრობლემას მოაგვარებს!
- +

15 აპრილი. 2016. 01:06


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი  მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე დანიშნული "სუსტი" სქესის წარმომადგენლები გარკვეულ პრობლემებს მამაკაცზე უკეთესად მოაგვარებენ.


შესაძლოა თუ არა, რუსეთის პრეზიდენტი ქალი გახდეს, თორემ მამა ამბობს, რომ "ამერიკასთან გამკლავება მხოლოდ პუტინს შეუძლია" - ამ კითხვით პირველი კლასის მოსწავლემ ალინა ახმატოვამ "პირდაპირ ხაზის" დროს რუსეთის პრეზიდენტს მიმართა.

 

"ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, თუ როგორ წყდება ეს საკითხი ამერიკაში, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს შიდა საკითხები და პრობლემები - გზები, ჯანდაცვის პრობლემები, განათლება, ეკონომიკის განვითარება და მისი აღდგენა", - განაცხადა რუსეთის  პრეზიდენტმა.

 

 

მისივე თქმით, ყველა ამ პრობლემას "სუსტი" სქესი უკეთესად მოაგვარებს.

 

"რაც შეეხება იმას, შესაძლოა თუ არა ქალი სახელმწიფოს მეთაური იყოს, ამ პრობლემებს ქალი ყველაზე უკეთესოდ მოაგვარებს", - განაცხადა პუტინმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner