logo_geo
eng_logo
პოლიტიკოს კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე სასამართლო პროცესი იწყება
- +

3 ოქტომბერი. 2017. 14:38



2007 წელს პოლიტიკოს კობა დავითაშვილის ცემასთან დაკავშირებით, საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება. როგორც საქმის პროკურორმა ემზარ ძაგნიძემ განაცხადა, კობა დავითაშვილის ცემასთან დაკავშირებით ბრალი საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს მიუძღვის.

 

„დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით დაიკითხება დაზარალებული კობა დავითაშვილი. ის ისაუბრებს მის მიმართ უკანონოდ განხორციელებულ მოქმედებებზე. კერძოდ, როგორ მოხდა მის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება ზურაბ ადეიშვილისა და სხვა პირების მიერ. შესაბამისად, კობა დავითაშვილი დეტალურად ისაუბრებს, როგორ განახორციელეს მასზე ფიზიკური ზეწოლა, რის შედეგადაც მას ჯანმრთელობა დაუზიანდა. შემდეგ კი იგი იძულებით გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მას მკურნალობა ჩაუტარდა", - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner