logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“: ლევან ხაბეიშვილი და ზონდერი ნიკა მელია არიან თქვენი სახე!
- +

3 ოქტომბერი. 2017. 15:15



ლევან ხაბეიშვილი საკუთარ თავზე ეძებდა ნაიარევს. სასაცილოა", - ასე შეაფასა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ვატო შაქარიშვილმა „რუსთავი 2"-ის ეთერში გუშინ თბილისის მერიასთან მომხდარი ინციდენტი.


„ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, როდესაც იმ პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელსაც ნიკა მელია წარმოადგენს, ზონდერებზე საუბრობს. ლევან ხაბეიშვილი საკუთარ თავზე ეძებდა ნაიარევს. ეს არის სასაცილო", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.


ვატო შაქარიშვილმა აგრეთვე გაიხსენა ლევან ხაბეიშვილის facebook-სტატუსი, რომელიც 2011 წლის 26 მაისის დარბევას უკავშირდება. ვატო შაქარიშვილის მიერ გავრცელებული ფოტოს მიხედვით, ლევან ხაბეიშვილი წერდა:

 

„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ნაგავი გაიტანეს ამ ოპოზიციონერების სახით".

 

ვატო შაქარიშვილმა  აქვე დასძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ჯორჯ ორუელის „1984" აღარ გამოუვიდა:

 

 „ეს არის ლევან ხაბეიშვილისა და მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის" სახე. მიხეილ ამაშუკელი, „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც დასისხლიანებული იყო 2011 წლის 26 მაისს, ეს არის ჩვენი სახე, ეს არის სიმართლისთვის მებრძოლი საზოგადოების სახე. ვისზე საუბრობთ? ბიძინა ივანიშვილზე? ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც წლების განმავლობაში ინახავს და უვლის ბოტანიკურ ბაღს შეიძლება ითქვას, რომ მწვანე ნარგავებს ანადგურებს? წლების განმავლობაში მილიარდობით ლარი თუ დოლარი დახარჯული აქვს ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, და ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს ამ ადამიანზე. საბედნიეროდ, თქვენ სინამდვილეს ვეღარ აკონტროლებთ ამ ქვეყანაში, ჯორჯ ორუელის „1984" აღარ გამოგივიდათ. არავინ დაიჯერებს, რომ  საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ  მილიარდობით თანხას ხარჯავს, მაგრამ მუშტრის თვალით უყურებს ქვეყანას. თქვენ უყურებდით მუშტრის თვალებით, მთლიანად „ნაციონალური მოძრაობა". რიყის მოედანი გაყიდეთ 7 მილიონად, და სახელმწიფოს უკან აყიდინეთ 70 მილიონად. ეს არის თქვენი მიდგომა სახელმწიფოს მიმართებაში. ლევან ხაბეიშვილი და ზონდერი ნიკა მელია არიან თქვენი სახე", - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.   




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner