logo_geo
eng_logo
„საქართველოს ციხეებში პატიმრების რაოდენობა გაიზარდა“ - ევროსაბჭოს ანგარიში
- +

14 აპრილი. 2016. 20:11


საქართველოს ციხეებში, 2014 წლის მონაცემებთან შედარებით, 2015 წელს პატიმრების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ ევროსაბჭოს ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.


უწყების სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში სულ 9 093 პატიმარი იყო. 2015 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით კი მათი რიცხვი 10 372-მდე გაიზარდა.


რაც შეეხება პატიმართა სიმჭიდროვეს, 2014 წელს 100 ადგილზე 42.5 პატიმარი მოდიოდა, 2015 წელს კი 47.8. ამას გარდა, 2014 წლის მონაცემებით, ყოველ 100 000 მოსახლეზე 202.5 პატიმარი მოდიოდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner