ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ჰავანამ ვერ უზრუნველყო ამერიკელი დიპლომატების უსაფრთხოება, საიდუმლო "აკუსტიკური თავდასხმის" დროს. კუბელებს შტატების ტერიტორიის დასატოვებლად 7 დღე მისცეს.
ამასთან, როგორც ვაშინგტონში ამბობენ, ჰავანასთან დიპლომატიური უფლებები არ წყდება.
მანანდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, კუბის ტერიტორია ჰავანაში მომუშავე ამერიკელ დიპლომატთა დიდ ნაწილს დაატოვებინეს.
აღნიშნული ნაბიჯი აშშ-ის ხელისუფლებამ მას შემდეგ გადადგა, რაც კუბის დედაქალაქში "უცნაური თავდასხმის" შედეგად ამერიკის დიპლომატიური უწყების პერსონალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. საუბარია 22 ამერიკელ დიპლომატზე.
მომხდართან დაკავშირებით კუბის ხელისუფლება გამოძიებას აგრძელებს. საკუთარ გამოძიებას ატარებენ აშშ-ის სპეცსამსახურები.