logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან მიმართებაში სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი!
- +

14 აპრილი. 2016. 20:05


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა რადიო „პალიტრის" გადაცემაში „მეხუთე სართულზე" სტუმრობისას ევროსაბჭოს დასკვნის შესახებ ისაუბრა.


კახიშვილის განცხადებით საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან მიმართებაში სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი.


მინისტრის თქმით, ამ ანგარიშში ზოგჯერ „ქოფი -ფეისტით" არის გადატანილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.


„ანგარიშში პოზიციები ძირითადად მოყვანილია ასეთი ფორმულირებით - როგორც ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაცამ განაცხადა... ანუ, კონკრეტულად თავად კი არ მიაჩნიათ, რომ ასეა, არამედ მოყვანილი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები და პოზიციები. ვფიქრობ, კონკრეტულად ამ ანგარიშთან მიმართებაში არის ძალიან სერიოზული სამუშაო. საელჩოს დონეზეც უნდა მოხდეს განხილვა შესაბამისი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ ყველა დეტალი იყოს კარგად გაშიფრული და თავად საერთაშორისო დონეზეც უნდა გაკეთდეს განცხადება. მეორე მხრივ, თავად საელჩოს თანამშრომლებმაც უნდა ახსნან კონკრეტულად ამ ანგარიშში თუ რომელი ნაწილია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრება და რომელ ნაწილშია მოყვანილი ფაქტების კონსტატირება, რომელიც აქედან გადაიგზავნა არასამთავრობო სექტორის მხრიდან", - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner