logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ჩახოცეს ბიჭები, ხალხო, ჩახოცეს, აღარა კმარა?!
- +

3 ოქტომბერი. 2017. 22:38



"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. დიახ, საგანგებო, რადგან ქვეყანაში არის ფერები ძალიან მუქი - პოლიცია არბევს ყველას და ყველაფერს, ზონდერები ლეწავენ ყველაფერს ქუჩებში, მიდის ანგარიშსწორება 2 ოქტომბერს ჩატარებული აქციის წევრებზე, აპატიმრებენ და აციმბირებენ უდანაშაულო ადამიანებს, ატერორებენ მშვიდობიან მოსახლეობას, იღვრება სისხლი, იმტვრევა ძვლები, იჭმება ხორცი!


ახლა არ მითხრათ, ნუ იგონებ სისულელეებსო. მე რა, აბა, რას ვიგონებ? აგერ, საკუთარი თვალით ნახეთ ზალა (ზორო) უდუმაშვილის განცხადება და მიხვდებით, რომ ერთი-ერთზე ჯდება ჩემს ნაამბობთან:


"დღეს მთელმა საზოგადოებამ თავისი თვალით ნახა, თუ რას პასუხობს "ქართული ოცნება" თბილისელებს. ისევ პოლიცია, ისევ ზონდერები, ისევ სუსი და ისევ ანგარიშსწორება აქციის მონაწილეებზე. ჩვენი მოთხოვნა მარტივი იყო და ეს მოთხოვნა მოთხოვნად რჩება, თბილისის მერიამ უარი თქვას იმ გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომელიც პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას და გაჩუქებას გულისხმობს. ამაზე პასუხი იყო შემდეგი: დარბევა, დაკავებები, ძალისმიერი მეთოდები, და ფიზკური ანგარიშსწორება აქციის მონაწილეების მიმართ. ჩვენი 6 თანამშრომელია დაკავებული, მათგან 2 პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს იმიტომ, რომ  ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცავები".


აჰა, ხალხო, სუსიო, პოლიციაო, ზონდერებიო, ანგარიშსწორებაო, ცემა-ტყეპაო... მე სხვა რამე მოგიყევით? უბრალოდ, ჩვენი ძალოვნები ისე დასპეციალდნენ, ნაცემთა კვნესა არ გვესმის, მოსახლეობას ისე უსწორდებიან, ვერაფერს ვგრძნობთ და ხელისუფლებას იქით ვაგულიანებთ - მიდი, მიდიო! რა მიდი, კაცო? გაანადგურეს "ნაციონალები", 90 პროცენტი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, ზოგს ფეხი აქვს მოტეხილი, ზოგს- ხელი, ზოგს - ნეკნები... უმეტესობას ელენთა და ღვიძლი აქვს ამოჭრილი, ძალიან ბევრს - ტვინი ამოცლილი. არა, ხალხო, ეგრეც არ შეიძლება, ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ გვირტყამდნენ "ნაციონალები", როგორ გვკლავდნენ, როგორ გვდებდნენ მაღაზიების ჭერებზე, როგორ გვცხრილავდნენ ქუჩებში და როგორ გვაწამებდნენ ოქროყანაში, მაგრამ ეს უკვე ნამეტანია. ბოლო-ბოლო, მაგათ ელენთა და ღვიძლი მაინც არ ამოუჭრიათ. რას ბრძანებთ, მაგას იკადრებდნენ?!


ვაიმეეეეეე... ლევან ხაბეიშვილი უწამებიათ, კაცად კი არა, "პოლის" ტილოდაც აღარ ვარგაო. ესე იგი, შეუყვანიათ მერიაში, დაუგდიათ ცივ მიწაზე, მოუყვანიათ ვიღაც "კასტილიანი", იმას თავისი საქმე რო გაუკეთებია, მერე შემოსულა მეგის ქარდავა და ძვლებში გადაუმტვრევია. ეს კიდევ არაფერი, ხელები მაგიდაზე დაუდებინებიათ და ლურსმებით დაუჭედებიათ, მერე "პლასკით" კბილები დაუძვრიათ, ფრჩხილებიც. გარეთ რო დადის, ეგ ხაბეიშვილის ორეულია, ამ ხელისუფლებამ შექმნა, რათა ვერაფერს მივხვდეთ. თურმე ეგ მელიაც ნამდვილი მელია არაა, "ნაციონალები" იძახიან, ნამდვილი გულაგებში გადაასახლეს და ნახერხს აჭმევენო. ბიძინა ივანიშვილს უთქვამს, მანამ არ გამოუშვათ, სანამ თავზე თმა არ ამოუვაო. ეეეჰ, მაგას როდის ამოუვა თავზე თმა? ფაქტობრივად, გაწირეს ბიჭი. ანზორ მელია, მამამისი ისეთ დღეში ყოფილა, დანა პირს არ უხსნისო, განუცხადებია, თუ ადგილობრივ არჩევნებში "ნაციონალები" დამარცხდნენ და შვილი ვერ დავიხსენი, თავს მოვიკლავო. რავი, შეიძლება გადაიფიქროს, აღარ მოიკლას, მაგრამ ყოველ მშემთხვევაში, ამ წუთას ამ აზრზე ყოფილა!


მოკლედ, ჩახოცეს ბიჭები, ხალხო, ჩახოცეს, აღარა კმარა?!


გელა ზედელაშვილი







 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner