logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: პატიმრების რაოდენობა განახევრდა!
- +

14 აპრილი. 2016. 20:01


„საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან მიმართებაში სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი", - ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა რადიო „პალიტრის" გადაცემაში „მეხუთე სართულზე" სტუმრობისას განაცხადა.


კახიშვილი გამოეხმაურა ევროპის საბჭოს ანგარიშს „ციხეების გადატვირთულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში", სადაც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის შესახებ დადებითად არის საუბარი. მისი თქმით, ის პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომლობენ პენიტენციური სისტემის რეფორმასა და პრობაციის სისტემის რეფორმაზე, ყოველთვის პოზიტიურად აშუქებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გატარებულ რეფორმებს.


„მეტიც, ცალსახად ჩაწერეს ანგარიშში, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმები სწორ სტრატეგიულ ხედვას ემყარება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ემსახურება. მეტსაც გეტყვით, გარდა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების შეფასებისა, იქ ძალიან ბევრი იყო ნათქვამი მაგალითად იმაზე, რომ საქართველოში დანაშაულის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია ევროპის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. პატიმართა საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და დავიდა რეგიონულ ნორმებამდე. ამასთან, ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების რაოდენობით უფრო დადებით ადგილზე ვართ, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნები. განახევრდა პატიმრების რაოდენობა. ასევე, ჯანდაცვაზეა ყურადღება გამახვილებულ და სხვა მიმართულებებზე", - განაცხადა კახა კახიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner