რუსთავის მე-17 მიკრორაიონში, ავტოსადგომის ტერიტორიაზე არსებულ ჯიხურს ცეცხლი გაუჩნდა. პირველი არხის ინფორმაციით, ჯიხურში მეორედი საბურავები ინახებოდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველების ორი ჯგუფი მუშაობს. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და უახლოეს წუთებში მისი ლიკვიდაცია მოხდება.
მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა და ცეცხლის ავტომანქანებზე გადადების საშიშროებაც არ არის.